ბლოგი

500 Days of Summer

პირველი 5 წამი საკმარისია, რათა დაეჭვდე რომ ფილმი კარგია. ბოლო 5 წამი კი ამაში დაგარწმუნებს.

ეს არის ამბავი ბიჭსა და გოგოზე. უფრო კი მონათესავე სულებსა და ქარწაღებულნზე.

ერთმა ახალგაზრდობაში ბევრი რომანი იკითხა და “არასწორად გაიგო”.

მეორეს კი თავისი გრძელი შავი თმები მოსწონს და ის, რომ ვერაფერს გრძნობს როცა მათ იჭრის.

ეს არის ფილმში ნაჩვენები უნიკალური ისტორია სიყვარულზე, რომელიც ყოველდღიური და ბანალურია.

ანუ ვიღაცამ ის სიმართლე გვაჯახა, რომელსაც წიგნები გვიმალავენ, უფროსები არ ამბობენ და თუ ამბობენ ახალგაზრდები არ იჯერებენ.

ფილმი კომედიაცაა, დრამაც, მელოდრამაც, რაც ზოგჯერ ერთი სიტყვით “სატირულსაც” ნიშნავს.

ახალ საფილმო კატეგორიაზეც შეიძლება ფიქრი… მმმ…  რაღაც სიტყვა “ადეკვატურის” მსგავსი.

ხანგრძლივობაც ამასვე მოწმობს – ჭეშმარიტებების თქმას ხომ ბევრი ლაპარაკი არ სჭირდება და მარტივია.

მგონი ერთადერთი ფილმია, სადაც ქრონოლოგია არეულია და ეს უკომფორტულესიადინამიკური. ჩამთრევი და უფრო საინტერესო.

ასევე, ქართველებს გაგვიმართლააჭარანეთის თარგმანი გენიალურ თავსატეხს გვთავაზობს: ვიფიქროთ სათაურის მართებულ ვარიანტებზე.

ეს ყველაფერი კი ფილმის მსვლელობისას. 🙂

 

მეტის ნახვა

ვენი, ვიდი, ვაიმე

ერთი ფილომატის ობიექტური სუბიექტურობა, ანუ მორიგი ქართული ბლოგი უმაღლესი ლიგიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close