ბლოგი

გადადებული საქმე ეშმაკისაა

ადადებული საქმე ეშმაკისაა – თუკი ამ ფრაზის უცხოური ალტერნატივაც არსებობს, უეჭველად, საქართველოდან იღებს სათავეს.

თუმცა რაღა ქართველობას ვაწყენინო ბლოგის გაშვება აქამდე რომ ვერ მოხდა.

მრავალსაუკუნოვანი სიბნელის შემდეგ:

აღვსდექ წერად ბლოგისა მისისა ქართულისა,
კლავითა შესაბმელად მე სატანისა.

ბლოგი ყველაფერ იმაზე, რაც მომწონს და ყურადღებას იმსახურებს.
ასე რომ, თქვენი ენაკვიმატი კომენტარებიც კი ვერ შეცვლის იმ თემატიკას, რომელიც ზეცად გადაწყდა.

დაწესებული თამასა მაღალია.
სამუშაო ტემპი, რაღა ვქნა და, დაბალი.

ამგვარად, “სჯობს 1000-ჯერ გადაგდების შემდეგო”… თუ როგორც არის.

მოკლედ:
ბლოგს ობიექტურ სუბიექტურობაზე გახსნილად ვაცხადებ.

იყავით მოლოდინში, რადგან შემდეგი პოსტი “ქურდივით მოვა”!

მეტის ნახვა

ვენი, ვიდი, ვაიმე

ერთი ფილომატის ობიექტური სუბიექტურობა, ანუ მორიგი ქართული ბლოგი უმაღლესი ლიგიდან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close